ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი

ადამიანების გულის მოგება უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. ამას უნდა დაეთმოს ეს თვეც, მომდევნო თვეებიც, მომდევნო ორი წელიწადი საპარლამენტო არჩევნებამდე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. დღეს გვჭირდება სრული მობილიზაცია, მათ შორის პარტიული რესურსის სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ სათანადო შედეგით დასრულდეს მეორე ტური და ასეთი სრული მობილიზაციის პირობებში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რა თქმა უნდა, გამარჯვებაში. ყველანაირი მუშაობა, საარჩევნო მუშაობა იგულისხმება, სრული რესურსის მობილიზაცია, როგორც პოლიტიკური აქტივის, ასევე სხვა მიმართულებით ჩვენი რესურსების მობილიზაცია და ამის საფუძველზე უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შედეგი დადებული.

უამრავი მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, გამოწვევები. ჯერ კიდევ რვაასი ათასი ადამიანი არის საქართველოში, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი - ამ ადამიანების ყოფის გაუმჯობესება და ამას უნდა დაეთმოს არამარტო ეს თვე, არამედ, ყოველი მომდევნო თვე ჩვენს საქმიანობაში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები