ფარცხალაძის ბრალი

ცქიტიშვილი ფარცხალაძეზე: არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ფორმას

მე არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი ზოგადად, გამოძიებასთან დაკავშირებით იმ შეკითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება, როგორც ფარცხალაძის, ისე ნებისმიერ სხვა თემასთან დაკავშირებით. გამოძიება გასცემს ამ შეკითხვებს პასუხს და შესაბამისად, ის პროცედურები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო საჭირო, რომ ბრალი იმ სტანდარტით წარდგენილიყო, რა სტანდარტზეც არაერთხელ გვისაუბრია, ეს მომენტი დადგა დღეს, რასთანაც არის დაკავშირებული სწორედ დღეს სასამართლოში ბრალის წარდგენის საკითხი. არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილშიც ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შემთხვევა, როდესაც პროკურატურის წარდგინებას სასამართლო არ დათანხმებია. მართლმსაჯულების პრინციპია, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები მუშაობენ იმისთვის, რომ სასამართლოსთვის მისაღები სტანდარტით წარუდგინონ ბრალი და დაამტკიცონ. სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაა, განიხილოს ყველა წარდგენილი არგუმენტი და ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობასთან დაკავშირებით იმსჯელოს, მანამდე, ალბათ, უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველამ უნდა დავიცვათ და წინასწარ არ უნდა დავაბრალოთ ადამიანს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები დაესხნენ.

კომენტარები