მელია ფარცხალაძეზე: სინამდვილეში ვიცით, რომ ეს კაცი მართავს სასამართლოს და პროკურატურას

კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი სცემეს და წელიწადნახევარი დასჭირდათ, რომ თვალის ასახვევად ცინიკური ბრალი წაეყენებინათ ადამიანისთვის და ისიც რის ფონზე, საუბრობენ, რომ უცხოელი ექსპერტები ჩამოვიყვანეთ და მათ იმსჯელესო და კითხვა ჩნდება მაშინ, ადგილობრივი პროკურატურა რას აკეთებს საერთოდ, რისთვის გვჭირდება. მეორე, ძალიან ცდება ბიძინა ივანიშვილი თუ ჰგონია, რომ ერთ ადამიანსაც მაინც სჯერა ამ სპექტაკლის. ანუ ისე ჩატარდა ამ რეზონანსულ საქმეზე სასამართლო, რომ ვერავინ ვერ გაიგო... უბრალოდ ახლა ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, ეს ორი ძმაკაცი ერთმანეთთან დასხდნენ და ძმაკაცურად ერთმანეთს სთხოვეს, რომ მოდი, ახლა იცი, რა ბოლი გამოვაშვებინოთ საზოგადოების რაღაც ნაწილს და ვთქვათ, რომ ვითომ შენც შეუხებელი ხარ, სინამდვილეში ვიცით, რომ ეს ადამიანი მართავს სასამართლოსაც და პროკურატურასაც

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას და სასამართლოს მიერ 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ეხმაურება.

კომენტარები