გიგაური: ფარცხალაძის მიმართ არა ერთი, სულ ცოტა 4 გამოძიება უნდა დაიწყოს სხვადასხვა მუხლით

საზოგადოებას ასევე კითხვის ნიშნები ჰქონდა, მართლაც ურიგდებოდა თუ არა იგი, მაგალითად, იგივე თბილისის მერიაში მაღალჩინოსნებს, რომ კონკრეტული სარგებელი მიეღო, რაზეც საუბრობდა აუდიტის სამსახური. ასევე, საუბარი არის მის ჩართულობაზე სავარაუდოდ, ყოფილი სპორტის მინისტრის ცემასთან დაკავშირებით. ფარცხალაძის მიმართებაში არა მხოლოდ ერთი, არამედ სულ ცოტა, 4 გამოძიება უნდა დაიწყოს სხვადასხვა მუხლით

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი, ეკა გიგაური ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას და სასამართლოს მიერ 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას აფასებს.

კომენტარები