ბერძენიშვილი ფარცხალაძეზე: უნიჭო ნაბიჯია, ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს

ფარცხალაძისთვის ბრალის დადება უნიჭო ნაბიჯია. ბრალდებულმა თავად მოითხოვა გირაო, როცა ბრალი არ უღიარებია. ასეთი რამ არ ხდება. როგორც წესი, გირაოს ითხოვენ მაშინ, როცა გამოძიებასთან მიდის მოლაპარაკება. ბიძინა ივანიშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, შეცდომების კასკადია და მე ამით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცალკეული ადამიანები ნელ-ნელა, საკუთარი გავლენის გამოსაყენებლად გრიგოლ ვაშაძისკენ გადადიან, მათ უკან კი ათასობით ამომრჩეველი დგას. ახლა ატირებული ივანიშვილი გამოვიდა და ყველას ყველაფერს დაპირდა, პენსიონერებს-პენსიებს, გაგდებულ, გაპანღურებულ ყოფილ აქტივისტებს, წვრილფეხობას, არც თუ მთლად წვრილფეხობას, ყველას მისცა დაპირებები“, - 

რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პალიტრანიუსთან საუბარში ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე. ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ოთარ ფარცხალაძემ სცემა და ფიზიკური ანგარიშწორება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ბრალი მხოლოდ ორი დღის წინ წარუდგინეს და მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.
მოკლე ბმული: