რუსული ოკუპაცია

ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნას

ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, თუ რამდენად უმნიშვნელოა საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები, მათი უფლებები, რამდენად არ აქვს მნიშვნელობა - იქნება ეს ქართველი, აფხაზი, თუ ოსი. მას აქვს ერთი სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ, სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი. რა თქმა უნდა, აქვე იკითხება ეს კონტექსტიც, რომ დღეს, წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან, ეს მორიგი პროვოკაცია განახორციელონ სწორედ იმისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, 1 კილომეტრის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრებას აფასებს.

კომენტარები