არჩევნები 2018

ჩუგოშვილი: ნუ ნერვიულობთ, ზურაბიშვილი კამპანიას გეგმავს და კიდევ უფრო გააქტიურდება

ნუ ნერვიულობთ, დამშვიდდით, სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობს კამპანიაში, გეგმავს და კიდევ უფრო გააქტიურდება. კამპანიაში აქტიური როლი გვაქვს აღებული ჩვენ და სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო გააგრძელებს პროცესებს, რომელიც მიყავდა პირველ ტურამდე. არაფერი სანერვიულო აქ არ არის

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი კითხვაზე, რატომ არ ჩანს სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.

კომენტარები