არჩევნები 2018

დავითაშვილი: ვითხოვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს საკუთარი პროკურორის დანაშულებრივი საქმიანობის გამო ამ ხელისუფლების გადადგომას, სასაცილოა, ამიტომ ჩვენი თხოვნა კი არაა მოთხოვნაა ხელისუფლების მიმართ, დაუყონებლივ დაიწყოს ის პროცესი, რომელიც დაიწყო გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - დენაციფიკაცია - ყველა სახელმწიფო დაწესებულება პირველ რიგში სასამართლო, პროკურატურა, შსს, გაიწმინდოს სააკაშვილის ჯალათებისგან. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს და ვითხოვთ კონსტიტუციურ ცვლილებებს, მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგ. აქ არის ორი ცვლილება, ერთია თვითონ, რომ გაბათილდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცვალოს ის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო და მეორე ცვლილება არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება. რატომ გვინდა ამის გაუქმება, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შემდეგ ჩვენ ვითხოვთ მისი ფუნქციების გადაცემას ჩვეულებრივი სასამართლოებისთვის.

თქვა კობა დავითაშილმა დღეს რუსთაველის თეატრის წინ გამართულ აქციაზე - "მე ვიცავ თავისუფლებას".

კომენტარები