ლევან ბერძენიშვილი

ბერძენიშვილი 7 ნოემბერზე: ვთქვი, რომ ხალხი სააკაშვილს ამ დანაშაულს არ აპატიებს, მაგრამ შევცდი

მე ვთქვი ასეთი რამ, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს ამ დანაშაულს არ აპატიებს, მაგრამ მე შევცდი. იმიტომ რომ ყოველთვის როცა ლაპარაკობ ხალხის სახელით, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ამ ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის რა მოხდა 7 ნოემბერს და ამას ვერავინ ვერ ამართლებს, ამას ვერ ამართლებს ვერც სააკაშვილი, რა თქმა უნდა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ნანახი გაქვთ. გასაგებია, რომ ამის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ აპატიებს თუ არა ეს არის კიდევ სხვა საკითხი, როცა ადამიანი აღიარებს, რომ შეცდა და ბევრი რამ არის კიდევ.

როდესაც სხვა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც 6 წელია ხელისუფლებაშია და ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ ლაპარაკობს იმ ცხრა წელიწადზე. ხალხი ეუბნება მშია - ის ეუბნება ცხრა წელი. ხალხი ეუბნება უფლებებს მირღვევ - ის ეუბნება 9 წელი, კაცი ეუბნება შვილი მომიკლეს მკვლელი მიპოვეთ - ის ეუბნება არ შეადარო გირგვლიანის საქმეს.

რატომ არ უნდა შევადაროთ გირგვლიანის საქმეს? იქაც და აქაც ხელისუფლება იყო ჩარეული. მეტსაც გეტყვით, მაშინ მაღალი დონის ხელისუფლება იყო ჩარეული და იმას ვერ მოვერიეთ და ახლა სუბელიანის დონის ხელისუფლებაა ჩარეული და იმას ვერ ვერევით.

ლევან ბერძენიშვილი რუსთავი 2-თან 7 ნოემბრის შესახებ საუბრობს.

კომენტარები