არჩევნები 2018

ბათიაშვილი: მოდით, დავინახოთ სხვაობა სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის

დღეს ჩვენ ვდგავართ ალტერნატივის წინაშე, ან ჩვენი უმოქმედობით, პასიურობით, გზას გავუხსნით საქართველოში ბოროტებას ხელახლა, ან ჩვენი ერთსულოვანი ძალისხმევით, ერთხელ და სამუდამოდ, დავასამარებთ შავ-ბნელი ძალის მობრუნებას ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ გეტყვით, მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდეგ ვდგავარ და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. ამდენი წლის შემდეგ სააკაშვილზე და ნაც მოძრაობის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი. კიდევ მიტინგზე ყოფნა მიწევს და მე ნამდვილად მეუხერხულება.

რას იზამ, სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი ამორფული, უხერხემლო პოლიტიკით, მოახერხა ის, რომ გააცოცხლა აგონიაში მყოფი ძალა და ის ხელახლა გვემუქრება მობრუნებით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც დაშვებულია და ამ შეცდომების გამოა, რომ მოსახლეობის, ჩვენი გაჭირვებული ხალხის დიდ ნაწილში არის ასეთი ნიჰილიზმი, უფრო მეტიც, აგრესიული მუხტი. ამ ყველაფერს გაგებით უნდა ვეკიდებოდეთ, მაგრამ მოდით ხალხო, თვალებს ნუ დავიბრმავებთ და კარგად დავინახოთ ის რადიკალური სხვაობა, რომელიც არსებობს როგორც თეთრსა და შავს შორის, ისე იმ ძველ სისხლიან რეჟიმსა და დღევანდელ ხელისუფლებას შორის თუნდაც გაკეთებული საქმეების მხრივ. 

ირაკლი ბათიაშვილი დღეს რუსთაველის თეატრის წინ გამართულ აქციაზე - "მე ვიცავ თავისუფლებას".

კომენტარები