არჩევნები 2018

გაჩეჩილაძე: სულ უნდა ვიდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე, არაფერი არ ღირს თავისუფლების დაკარგვად

როდესაც არის ლაპარაკი იმაზე რომ ვის აქვს ამ ქვეყანაში სამოქალაქო კულტურა თუ პასუხისმგებლობა, ეს არის ლაპარაკი ისეთ ადამიანებზე, ვინც ქვეყანას აყენებს წინა პლანზე, ვიდრე თავის თავს. ის წლები, როცა ჩვენ ყველა ერთად ვიკრიბებოდით. ყველა წინ აყენებდა თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის თავისუფლებას, ვიდრე საკუთარ თავს და პრაქტიკულად, ამის გამო დაკარგა ყველაფერი და არც კი უნანია. თავიდან რომ დაიწყოს ცხოვრება ჩემი თამადობით ყველა ისევ იგივეს გაიმეორებს. ამიტომ სანამ მოგვიწია ცხოვრების თავიდან დაწყებამ, სულ უნდა ვიდგეთ ჩემი, თქვენი თუ სხვისი, საქართველოს სადარაჯოზე. არაფერი ამ ქვეყანაზე არ ღირს თავისუფლების დაკარგვად. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ბევრი, ჩვენზე მეტი, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობა შემოგვიერთდა უკვე. მე რომ გუშინ და გუშინწინ არ მჯეროდა, ისეთი რაღაცები ვნახე და დღესაც ისეთს ვხედავ, რომ ახალი თაობა თქვენს თუ საქართველოს თავისუფლებაზე კიდევ უფრო შეყვარებულია

ლევან გაჩეჩილაძე დღეს რუსთაველის თეატრის წინ გამართულ აქციაზე - "მე ვიცავ თავისუფლებას"

კომენტარები