ზაზა სარალიძე

სარალიძე: შსს მზად არის კალანდიას დასაკავებლად, მაგრამ არ დგამენ ნაბიჯს

უკვე ამდენი თვეა, ერთი და იგივეს ვიძახით, სადაც არის წელიც მიიწურება, მაგრამ არანაირად არ სურთ მკვლელების გამოაშკარავება. ვნახოთ, დაველოდოთ, რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არანაირი იმედი არ გამაჩნია, იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე მაინც ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს.

ვიცი, რომ შსს მზად არის კალანდიას დასაკავებლად, მაგრამ არ დგამენ ნაბიჯს. მიხეილ კალანდიას დაჭერა ძალიანაც უნდათ, მაგრამ ვერ დაიჭერენ იქიდან გამომდინარე, რომ ძირი საქმე დაენგრევათ. აი, ამ ნაწილში მირზა სუბელიანს ნამდვილად ვეთანხმები. ზუსტად ასეა, ცდილობს ხელისუფლება, როგორმე ჩემი შვილის მკვლელობის საქმე გადაფაროს, გადაიტანოს სხვა ჭრილში, იქიდან გამომდინარე, რომ რა ტალახსაც ისვრიან ჩემ მიმართ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ცდილობენ, არ მისცენ პასუხისგებაში. მიხეილ კალანდია რომ მიეცეს პასუხისგებაში, ჩავთვალოთ, რომ ფაქტობრივად, თვით ივანიშვილმა, რომელმაც ჩემ წინააღმდეგ გააკეთა განცხადებები, იმასაც კი ბოდიში აქვს მოსახდელი არა მარტო ჩემზე, არამედ მთელ საზოგადოებასთან.

ამბობს ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამა - ზაზა სარალიძე.

კომენტარები