გიგი უგულავა

უგულავა კალაძეს: ჯერ რამე გააკეთეთ, სიტყვა ურბანულის მნიშვნელობა ისწავლეთ, მერე დავეტოლოთ

უშეცდომო არავინაა, მაგრამ უმაქნისი ბევრია. იხილეთ ერთ-ერთი მათგანი. კაცი რომელსაც მერობა დეფილე და პოდიუმზე სიარული გონია. ფულის ათვისების მიზნით 80% გზას "პაკაზუხისთვის" იქ რომ დააგებ, სადაც საჭირო არაა და ძირითადად თავად დადიხარ, მერე უცბად ყველა კონტრაქტორს სალომე რომ შეუყვარდება და გულუხვად სწირავს - რაა მამული
პ.ს. ჯერ რამე გააკეთეთ, მანამდე სიტყვა ურბანულის მნიშვნელობა ისწავლეთ, მერე მისი გამოთქმა და, კი ბატონო, ამის მერე დავეტოლოთ. ნებისმიერი პარტიის მერის წარმატება გამიხარდება, რადგან ეს ჩემი ქალაქის წარმატება იქნება

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა თბილისის მერს კახა კალაძეს პასუხობს. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ თქვა - "ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ბევრი დანაშაულია ჩადენილი, შეუძლებელია მათი ჩამოთვლა და არც მაქვს სურვილი, ყოველ სხდომაზე ეს მოვახვიო თავს მოსახლეობას".

კომენტარები