7 ნოემბერი

ბოკერია: არ აქვს მნიშვნელობა როგორ იქცეოდა ოპოზიცია, 7 ნოემბერი ჩვენი ჩავარდნაა

ქართული საზოგადოების და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ამოცანაა, რომ საქართველოში 7 ნოემბრის მსგავსი მოვლენები აღარასდროს მოხდეს. რა თქმა უნდა, როცა საქმე აქამდე მიდის, ეს ყოველთვის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცეოდა მაშინდელი ოპოზიცია ან რას ცდილობდნენ სხვა ძალები - როცა ხელისუფლება ხარ, შენი პასუხისმგებლობაა, რომ საქმე აქამდე არ მიიყვანო და ასევე, ძალის გამოყენებისას კანონის უზენაესობას ჰქონდეს ადგილი. ორივე თვალსაზრისით ეს იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალიან დიდი ჩავარდნა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია 7 ნოემბერზე ინტერპრესნიუსს ესაუბრა.

კომენტარები