ბერძენიშვილი: კალაძემ, არ გაპატიებთ 7 ნოემბერსო, ჩვენ დაგვარბიეს, თავად მარბიელებისაკენ იყო

დღეს არის მცდელობა, რამენაირად ისტორიული თარიღი გამოიყენოს რომელიმე მხარემ საარჩევნო საჭიროებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. დღეს, მაგალითად, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ არ გვაპატიებს 7 ნოემბერს. ეს მაშინ, როდესაც 7 ნოემბერს დარბეული მხარე ვართ და კახა კალაძე მარბიელების მხარეს იყო.

ბიძინა ივანიშვილის როლზე არავინ საუბრობს და ამ მოვლენის გამოყენება პოლიტიკური მიზნით უნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენებენ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ვანო მერაბიშვილს და კალაძე გვერდით ედგათ, როდესაც დღევანდელი პარლამენტის ნახევარი გვერდით ედგათ, როდესაც ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, დაწინაურებული არიან და დღესაც თანამდებობებზე არიან, როგორ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ეს სათავისოდ გამოიყენოს?

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი "ინტერპრესნიუსს" ესაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კვირის გოლი: ჟერვინიოს სოლო-რეიდი "კალიარისთან"

კომენტარები