არჩევნები 2018

გაჩეჩილაძე: ემიგრანტები უფრო დიდი პატრიოტები არიან, ვიდრე აქ მცხოვრები ქართველები

ჩემი აზრით, ემიგრირებული ადამიანები და ოჯახები, რომლებიც საქართველოს გარეთ ცხოვრობენ, უფრო მეტად პატრიოტები არიან თავიანთი ქვეყნის, ვიდრე აქ მცხოვრები ქართველები. მე არ მგონია რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ანტიპატრიოტული განცხადება გაეკეთებინა. ჩვენ ომი რუსეთმა ომი 21 წელს დაგვიწყო და თუ გვინდა ახლა ერეკლე მეორეს დროს გავიხსენებთ და რაღაც-რაღაცებს საქართველოში, შეიძლება უფრო ადრეც წავიდეთ. სულ რაღაცას პროვოცირებს და ცდილობს მეტ ცხელ ომში შეგვითრიოს. სააკაშვილის რადიკალურობის და გაუწონაწორობულობის გამო მოახერხე რუსეთმა მოახერხა შეყოლა ჩვენი და მოახერხა რომ ჩვენთვის ტერიტორიები წაერთმია. კონტექსტზე დავას ვერ დავიწყებ, რადგან ვიცი რომ სალომე ზუსტად ამ კონტექსტის ადამიანია. კონტექსტს სალომეს უცვლის ნიკა გვარამია და ჟურნალისტების დიდი ნაწილი მისდევს მის ნარატივს

ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ ტვ. პირველის ეთერში თქვა.

კომენტარები