არჩევნები 2018

ხიდაშელი: მახსოვს 7 ნოემბერი ნიშნავს გახსოვდეს, სადამდე მივყავართ ძალაუფლებაზე მონოპოლიას

მახსოვს 7 ნოემბერი - დაუშვებელია მხოლოდ მეხსიერების სიჯანსაღეს ნიშნავდეს.

მახსოვს 7 ნოემბერი, პირველ რიგში, იმას უნდა ნიშნავდეს, რომ გახსოვდეს 
- როგორ მივედით 7 ნოემბრამდე
- სადამდე მივყავართ ძალაუფლებაზე მონოპოლიას
- როგორ სცილდები საკუთარ ქვეყანას და ხალხს
- რატომ ხდება ძალადობა ერთადერთი არჩევანი
- როგორ გადაიქცევა რევოლუციური ცვლილების გმირი ჩვეულებრივ მოძალადედ

მახსოვს 7 ნოემბერი ნიშნავს, რომ არასოდეს დაუშვა 7 ნოემბერი, არც ის სიმპტომები, რომელსაც იქამდე მივყავართ.

მეხსიერება ვერაფერს გვიშველის, თუკი გაკვეთილებს არ ვისწავლით და ყველა ასეთი დღე ხვალის პრევენცია არ იქნება

წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი facebook-ზე.

კომენტარები