არჩევნები 2018

მინდიაშვილი: არ შეიძლება ამაყობდე, რომ ბოროტების იმპერიის სამსახურში იყავი

წარმოუდგენელია ამბობდე, - ამაყობ საბჭოთა დიპლომატი რომ იყავი, თუნდაც იმ კუთხით, რომ, თავის დროზე, განიარაღების მოლაპრაკებებში მონაწილეობდი. უბრალოდ არ შეიძლება ამაყობდე, რომ კომუნისტური, ტერორისტული იმპერიის, ბოროტების იმპერიის სამსახურში იდექი ოდესმე, - ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ პოზიციაზე, ნებისმიერი ფორმით. ეს თუ არ გესმის, ესე იგი არ გესმის ფუნდამენეტური საკითხები - არც ადამიანის ფასი, არც სამშობლო, არც სიკეთე, არც ბოროტება. განა შეიძლება ამაყობდე იმ ძალის სამსახურში ყოფნით, რომელმაც გაანადგურა საქართველო და მოკლა მილიონობით ადამიანი? შევარდნაძესაც კი არ უკადრია ასეთი რამის თქმა. რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება, არ არის ეს გასატარებელი ნათქვამი. 

ასე თეოლოგი ბექა მინდიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება. ვაშაძემ "დოიჩე ველესთან" თქვა: "მე ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ვამაყობ. მე მონაწილეობა მივიღე მოლაპარაკებებში, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უფრო უსაფრთხო გახადა: ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ, ბირთვული ცდების აკრძალვის შესახებ. მე ფანტასტიკური სკოლა გავიარე. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემს ბიოგრაფიაზე თამაშს, რომ თითქოსდა მე კგბ-ს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს". 

კომენტარები