ზაზა სარალიძე

სარალიძე მერიას: ბავშვებს გართობაში ხელს არ ვუშლით, მათი მომავლისთვის ვიბრძვით

ჩვენ არავის ვუშლით ხელს, არც იმ ბავშვებს, რომლებიც უნდა გაერთონ. ყველა ქართველი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ეს თხოვნაა, ბრძანებაა თუ რაც არის, ვერ გავითვალისწინებთ. ჩვენ აქ ვდგავართ სამართლიანობის აღდგენის მიზნით. ჩემი შვილი მიწაში წევს და პირდაპირ მეუბნება სახელმწიფო და ხელისუფლება, რომ არაფერს არ გავაკეთებთ თქვენს დასაკმაყოფილებლად. ეს გამოდის ასე ამ წერილით და არა მარტო, რომ ნაძვის ხე უნდა აღვმართოთ და ჩვენ ხელს ვუშლით. პირდაპირ გვითხრა დღეს ხელისუფლებამ, რომ სადაც გინდათ იქ იყავით, ჩვენ არანაირი ნაბიჯს არ გადავდგამთ თქვენს მოთხოვნაზე. არ მისცემენ პასუხისგებაში ჩვენი შვილების მკვლელებს და საერთოდ არაფრის გამოძიებას არ აპირებენ, ეს წერია პირდაპირ ამ წერილში. ეს არის პირდაპირ კალაძის ხელმოწერით.

ზაზა სარალიძის კომენტარი მერიის მოთხოვნაზე აქციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. მერია ითხოვს სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა აქციის ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველზე საახალწლოდ ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

კომენტარები