მალხაზ მაჩალიკაშვილი

მაჩალიკაშვილი: ამ სახელმწიფომ ჩემს ოჯახში ახალი წლის მაგივრად სისხლის ზღვა დამახვედრა

ეს იმას ნიშნავს, უსასრულოდ რომ იდგეთ პარლამენტის წინ თუ სხვაგან, ჩვენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ ვაღიარებთ, იდექით რამდენი ხანიც გინდათ. ეს არის ჩვენი მისამართით გამოგზავნილი სიტყვები. აქ რომელი ბავშვებიც არ უნდა იყვნენ და რომლებმაც უნდა იზეიმონ, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან მე და ზაზა ვიცავთ ამ ბავშვებს. ამაში მთელი საქართველო დარწმუნებულია. ეს არის ის ხელისუფლლება, რომელიც ბავშვებს ხოცავს. ნაძვის ხის დადგმა არის ფულის გათეთრება, სხვა არაფერი, ამათ სხვა არაფერი აინტერესებთ. აქედან ფეხს არსად გავადგამთ, ვიქნებით ვიდრე ყველა ჩვენს კითხვას პასუხი არ გაეცემა.

მინდა რომ ეს მოისმინოს მთელმა საქართველომ, მოსახლეობამ, ამ სახელმწიფომ, ჩემივე საძინებელში ახალი წლის მაგივრად სისხლის ზღვა დამახვედრა, ამიტომ აქ აღსდგება სამართალი, ჩემს ოჯახში დაღვრილი სისხლი ნუ დაავიწყდებათ, დახვრეტილი ბავშვი რომ დამახვედრეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის კომენტარი მერიის მოთხოვნაზე აქციის ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. მერია ითხოვს სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა აქციის ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველზე საახალწლოდ ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

კომენტარები