კახა კალაძე

კალაძე სარალიძეზე: ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები

მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი არის მარტივი გამოსავალი ყველასთვის.

თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარი. მერია ითხოვს სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა აქციის ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველზე საახალწლოდ ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.

კომენტარები