2008 წლის აგვისტოს ომი

სესიაშვილი: არასწორმა ქმედებებმა მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციამდე

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებას და სააკაშვილს აფრთხილებდა, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებოდა, მან ეს ნაბიჯი გადადადგა. შესაბამისად, დღეს თუ ვინმეს ამ მიმართულებით ბოდიში აქვს მოსახდელი და პასუხისმგებელია საკუთარი ხალხის წინაშე და არა იმ კუთხით, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება ოკუპაციასთან დაკავშირებით. საუბარი არის იმ უპასუხისმგებლო და არასწორ მოქმედებებზე, რამაც სამწუხაროდ მიგვიყვანა რუსეთის მხრიდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციამდე.

ირაკლი სესიაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები