ნინო ლომჯარია: მოვუწოდებ მერიას და შსს-ს არალეგიტიმურად არ შეზღუდონ გამოხატვის თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელი არ ეშლება ტრანსპორტის მოძრაობას, შეუძლიათ გაშალონ კარავი და თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ჩემი რეკომენდაცია არის ის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მისცეს სახელმწიფომ საშუალება გამოხატოს პროტესტი იმ ფორმით, რასაც ის თვლის საჭიროს, თუ ეს არ არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რასაც, ამ შემთხვევაში ადგილი ნამდვილად არ ჰქონდა. კანონის ის ნორმა, რომელსაც მერია მიუთითებს იმის საფუძვლად, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ ეს ტერიტორია არ ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ამ შემთხვევაში, თუნდაც საახალწლო ღონისძიების გამართვა არ არის ის ლეგიტიმური მიზეზი, რის გამოც, ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით შეიძლება შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მერიასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომ ამ მიზეზით არ შეზღუდონ არალეგიტიმურად ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.

რუსთაველის გამზიზრზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიციამ მონაწილეებს კარვების გაშლის უფლება არ მისცა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები