ხორავას ქუჩის საქმე

ბადრიძე: არ შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან ვინმეს მიმართ უსამართლობა შერჩევით გტკიოდეს

არ შეიძლება, ხელისუფლების მხრიდან ვინმეს მიმართ უსამართლობა შერჩევით გტკიოდეს. ვინც ამ უმსგავსობას არ იმჩნევთ, აღარ გაბედოთ 7 ნოემბერზე ტვინის ბურღვა! (თუმცა, თქვენს ტელევიზორში ხომ ყველაფერი კარგადაა)

წერს Facebook-ზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი, გიორგი ბადრიძე რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის შესახებ. ცნობისთვის, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს რამდენიმე კვირაა, რუსთაველის გამზირზე კარვის დადგმის უფლებას არ აძლევენ, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი, მათ მოუწოდა, 7 დეკემბრისთვის აქციის გასამართად სხვა ადგილი მონახონ, რადგან პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხე უნდა დადგან. დღეს მოქალაქეებმა აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გამართეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა - ისინი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებოს ბრიგადამ გადაიყვანა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობოებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

კომენტარები