აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

მდინარაძე: არავის შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ეს ჩვენი სტილი არ არის

ჩვენ არავის არ შევუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ეს ჩვენი სტილი არ არის. მეორე საკითხია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შვილმკვდარი მამა, მთელი ეს პროცესი, გამოყენებულია ძალიან ბინძურად - მაგალითად, პერსონალურად კახი კალაძის საწინააღმდეგოდ, რომლის უწყებამ (მერიამ) უბრალოდ თხოვნა და გაფრთხილება დააფიქსირა ზაზა სარალიძის მიმართ.

იქ იყო თხოვნა, რომ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო სხვადასხვა ღონისძიებები და შეეძლო მოენახა სხვა ადგილი. ამ თხოვნას ზაზა სარალიძე უნდა გაითვალისწინებს, უნდა არ გაითვალისწინებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ამის გამოყენება იმ სპეკულაციისთვის, თითქოს ვიღაცამ აუკრძალა სარალიძეს იქ ყოფნა, არის ძალიან ბინძური თამაში და ნაციონალური მოძრაობის უკვე ჩვევაში გადაზრდილი სტილი.

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ეხმაურება პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას და მერიის წერილს, სადაც ზაზა სარალიძეს 7 დეკემბრიდან აქციის ადგილის შეცვლას სთხოვენ.

კომენტარები