კახა კალაძე

კალაძე: პატრიარქის ინიციატივა [ტაძრის აშენებაზე] საინტერესოა, მისი სიტყვები ბევრს ნიშნავს

მე მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება და ჩემთვის ძალიან ბევრ რამე ნიშნავს უწმინდესის სიტყვები და საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საინტერესო პროექტი იქნეს განხორციელებული ქალაქისთვის და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით. 

ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას, რომელიც შეეხება მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ათასი მოწამის სახელობის ხეივნის ან ტაძრის აშენებას

კომენტარები