აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

ბესელია: თუკი მოხდება გამოხატვის უფლების შეზღუდვა, შესაბამისად გაკეთდება განმარტებები

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, აქციის გამართვის უფლება, ეს რომ კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა და სახელმწიფოსა და ხელისუფლების მხრიდან ამ უფლებისათვის ყველა პირობის შექმნა არის ვალდებულება, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც გამოხატვის თავისუფლებისათვის ბევრი ვიბრძოლეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება იყოს დაცული. იმის გათვალისწირებით, რომ შეკრებისა და გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში შეიზღუდოს, სწორედ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეიძლება ვისაუბროთ. როცა პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ და ამბობენ, რომ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, მათ უნდა შეაფასონ ამ შეზღუდვის აუცილებლობა არის თუ არა. ერთის მხრივ ჩვენ ვუზრუნველველყოფთ იმას, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს გამოხატვის უფლება, ეს იქნება შვილმკვდარი მამა, თუ ეს იქნება ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს რაიმე პროტესტი. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების დაცვას ჩვენ ვუზრუნველყოფთ, თუმცა მეორეს მხრივ, თუკი მოხდება ამ უფლების შეზღუდვა, შესაბამისად გაკეთდება განმარტებები, რაზეც საუბრობდა შს მინისტრი.

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის მანძილზე, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ან საწვიმრის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციასთან ერთერთი დაპირისპირების დროს, სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. გუშინ აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გაიმართა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავროებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

კომენტარები