9 აპრილი

შარაშენიძე: მეჩითოვისგან არ გამკვირვებია, 2014 წელს ყირიმის ანექსიას ამართლებდა

ჩემთვის საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დასრულდა მაშინ როცა 9 აპრილის საღამოს "ვრემიამ" გვაუწყა რომ მომიტინგეები "ჭყლეტაში დაიღუპნენ," погибли в давке.

იმ დღეებში მარკ ზახაროვმა მოგვისამძიმრა ტელეეკრანიდან - ბევრი ვერაფერი თქვა (არ იყო ასე იოლი), მაგრამ მიგვახვედრა აქ ყველაფერი ვიცითო. რუსებმაც იცოდნენ რა მოხდა სინამდვილეში და ნორმალურმა რუსებმა ეს განიცადეს.

მეჩითოვისგან კი სულ არ გამკვირვებია. 2014 წელს იმედზე დამისვეს როგორც "მეორე ექსპერტი" და გულწრფელი ისტერიულობით ამართლებდა ყირიმის ანექსიასა და ომს დონბასში.

GIPA-ს პროფესორი, თორნიკე შარაშენიძე საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, 9 აპრილს "არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს".

კომენტარები