აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად

კობახიძე: შეკრების თავისუფლება ჩვენი ძლიერი მხარეა

შეკრების თავისუფლება არ არის ჩვენი ოპონენტების ძლიერი მხარე, ყველამ კარგად ვიცით. შეკრების თავისუფლება რომ არის ჩვენი ძლიერი მხარე, ესეც კარგად ვიცით, ამაზე დისკუსია არ არის თქვენი მხრიდან მომგებიანი. ამიტომ არ შეიძლება ადამიანების შეცდომაში შეყვანა, ვითომ ვიღაცა, მით უმეტეს, "ბავშვის ბებია ახოხიალეს თურმე სახით" და ასეთი საუბრები

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვების გაშლას გამოეხმაურა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ან საწვიმრის გაშლის უფლებას არ აძლევდნენ. პოლიციასთან ერთერთი დაპირისპირების დროს, სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალიც წარუდგინეს. 10 ნოემბერს აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" გაიმართა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავროებმა და მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავი მაინც გაშალეს.

კომენტარები