ხორავას ქუჩის საქმე

ბესელია: გვთხოვენ, რომ ჩვენ დავაპატიმროთ ხალხი, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია

ძალიან მნიშვნელოვანია ეს და რატომღაც მეორე თუ მესამე პლანზე გადაიწია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ აღარ ახსენებენ. მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლიანი განხილვა საქმის, რომელიც არის მთავარი მიზეზი და მთავარი მოთხოვნა ამ პროტესტის. მე ძალიან ვწუხვარ, რომ პარლამენტის წევრები, აკეთებენ ასეთ მცდარ და კონსტიტუციის შეუსაბამო განცხადებებს. დაიწყო ხორავს საქმის სააპელაციო განხილვა, მაგრამ არც ყურადღება და არც ინტერესი არ არის. მე დავინტერესდი და ბოლო პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის უსწორობაც რაც დაუშვა და თუ დაუშვა სასამართლომ, აპელაცია იმიტომ არსებობს, რომ კოლეგიური წესით ამოწმებს ზედა ინსტანცია პირველი ინსტაციის სასამართლოს კანონიერებას, დასაბუთებულობას და სამართლიანობას და თუ ეს ინტერესი არ არსებობს, პოლიტიკურმა ორგანომ უნდა დაიჭიროს ხალხი და გამოიტანოს განაჩენი? მე მგონია, რომ ძალიან უხერხულია, როცა ასეთი აღრევა ხდება, მგონია, რომ აპელაციამ ზუსტად ეს უნდა გააკეთოს, პასუხი გასცეს ამ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ამიტომ ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას, ვინ არის მკვლელი, ვინ არ არის, სწორი იყო თუ არა ის, რაც პირველმა ინსტანციამ გააკეთა. ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს აპელაციამ და არა პარლამენტმა. ბოლო პერიოდში ისე ჩანს, რომ თითქოს, პარლამენტს გვთხოვენ, რომ ჩვენ უნდა დავაპატიმროთ ხალხი, ვიპოვოთ მკვლელები, ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია. თუ ასე გვინდა აღრევა ხელისუფლების პრინციპების, ასე აღრეულები ვიყავით ჩვენ 2013 წლამდე. 

ეკა ბესელია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს.

კომენტარები