ინაშვილი ოპოზიციას: გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, დაგივლით სუყველას დედიან-მამიანად

თქვენ რაც ჩაიდინეთ, შეცდომა კი არა, სისხლის სამართლის დანაშაული იყო, სისტემური დანაშაული, და ყოველდღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ იმან გადაგარჩინათ თქვენ, ეს პრეტენზია გვაქვს ქართულ ოცნებასთან.

თორემ აქ ჩვენი თანამებრძოლი ხალხია, ერთად ვიბრძოდით თქვენი რეჟიმის და თქვენი ბოროტების წინააღმდეგ. და ძალიან მარტივად მინდა გითხრათ - გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში, იმ პლაკატებს ახლა, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ, ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებთ, ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ... 

... ამიტომ გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები, თქვენი ტიტუშკების არავის არც ეშინია, არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან რომ დედას იგინება, დედის გინებაზე კი არა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით დედიან-მამიანად სუყველას

პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ენმ-ის წევრს რომან გოცირიძეს და "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმს" მიმართა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები