9 აპრილი

მეჩითოვი: მე არ მაქვს გამოხატვის უფლება? მე ხომ ცალკე პიროვნება ვარ, არა?

არსებობს აღშფოთება, იმიტომ, რომ შექმნილია მითი, მითოლოგია ასეთი და ამიტომ არის აღშფოთება. როცა შენ დააძალებ, 30 წელი გავიდა და ერთი და იგივეს ეუბნები, რომ დაგვჩეხეს ნიჩბებით და ასეთი რაღაცა... მაგრამ მე როცა მეკითხებიან, მე ვამბობ იმას, რაც მე ვიცი. თუ მე უნდა ავყვე საერთო დინებას, გამაგებინეთ? მე ხომ ცალკე პიროვნება ვარ, არა? თუ არ მაქვს მე, როგორც ცალკე პიროვნებას, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება? ეს დაყრდნობილია თან დოკუმენტებზე, პირად გამოცდილებაზე, პირად საუბრებზე უამრავ ადამიანთან, შეიძლება, სხვას აქვს სხვა ინფორმაცია, გამიზიაროს, ეს ინფორმაცია, მაგრამ პირდაპირ მოღალატედ ნუ ჩამთვლის, ხომ ასეა

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი პალიტრანიუსის გადაცემა Newsroom-ში 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. მეჩითოვი ამბობს, რომ 9 აპრილის ტრაგედიის დროს ნიჩბებით არავინ მოუკლავთ და აქციის მონაწილეები ასფიქსიით დაიღუპნენ.

კომენტარები