ხორავას ქუჩის საქმე

კახიძე: ზაზა სარალიძე, მისი მეუღლე და დედა ქუჩაში არიან, თქვენი პასუხია - 9 წელი

როდესაც დასმულია კონკრეტული საკითხი, რომ მკვლელს ხელს აფარებენ, თქვენი პასუხია - 9 წელი და რა ხდებოდა 2004-2012 წლებში. 9 წელზე საუბარი ახლა არ არის რელევანტური, თორე ისე მნიშვნელოვანია შეცდომების გააზრების კუთხით. ამიტომ ჩვენ ახლა 9 წელზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ მომავალსა და აწმყოზე. აწმყოში ზაზა სარალიძე, მისი მეუღლე და დედა არიან ქუჩაში, ისინი ეძებენ სამართალს, თქვენი პასუხია - ბუტა რობაქიძე, თქვენი პასუხია, რომ ზაზა სარალიძეს იმიტომ არ აღუდგენთ სამართალს, რომ 9 წელში დანაშაულებები ხდებოდა. 9 წელი არ არის პასუხი, პასუხია მართლმსაჯულების განხორციელება.

დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები განიხილეს. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ეკე ბესელიამ "ევროპული საქართველოს" წევრს, ოთარ კახიძეს ჰკითხა - მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2016 წლის დადგენილების რეკომენდაციების განხილვაში, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს" ეხება.

კომენტარები