ბესელია: არ ვიზიარებ მეჩითოვის განცხადებას, მახსოვს როგორი სასტიკი იყო დარბევა

მიუხედავად იმისა, ვინ სად მსახურობდა [მეჩითოვი მინისტრის მოადგილედ], დღეს ან გუშინ გაკეთებულ განცხადებებს არ უნდა ჰქონდეს კოლექტიური პასუხისმგებლობის სახე. ეს მისი განცხადებაა, რომელსაც არ ვეთანხმები, არ ვიზიარებ. მახსოვს 9 აპრილი, ძალიან კარგად მახსოვს, ჩვენი მშვიდობიანი მომიტინგეები როგორ გათელეს ფეხქვეშ და როგორი სასტიკი იყო ეს დარბევა და შედეგად როგორ გარდაგვეცვალა ჩვენ იმ მიტინგის აქციის მონაწილეები. მე ძალიან კონკრეტული მოსაზრება მაქვს და არასდროს შემიცვლია ეს შეხედულება, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ფიქრობს. მე ამ განცხადებას არ ვიზიარებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ეხმაურება მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები