ბევრი სულელი უჭერს მხარს ვაშაძეს, მაგრამ ჩვენ არ ვკადრულობთ იმას, რომ გამოვიდეთ და იმ მხარდაჭერის გამო გავაკრიტიკოთ ვაშაძე. მას განსაკუთრებული ცოდვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება ომის ზონაში, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი მსხვერპლი. იგი გვარწმუნებდა, რომ რუსეთი არ არის ჩართული, რომ ორ საათში მოაგვარებენ ვითარებას, რომ მოსკოვში მას იწვევენ საქმეების გასარკვევად, თუ რატომ ჩადის კოკოითი ასეთ პროვოკაციას. ეს არის ვაშაძე, ეს არის ბაქრაძე და რასაკვირველია, მთავარი ბრძანების გამცემი...
გიორგი ვოლსკი
ვოლსკი: ბევრი სულელი უჭერს მხარს ვაშაძეს, მაგრამ ჩვენ არ ვკადრულობთ ამის გამო გავაკრიტიკოთ
tbl.ge/394o
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება მინისტრის ყოფილი მოადგილის, ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. მეჩითოვმა ალ ჯაზირასთან თქვა, რომ 9 აპრილი იყო "გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ყველა ჭყლეტაში დაიღუპნენ. 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა. ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი განზრახ არავის მოუკლავს".
ამავე თემაზე
- ვოლსკი ჟურნალისტს: ახალგაზრდა ბიჭიკო... პარლამენტში მოდი და იქ დაგელაპარაკები
- ვოლსკი: ბუნებას მოწყდა ადამიანი, რაც შეიძლება მეტი ტყე-პარკი უნდა გაშენდეს
- ვოლსკი: მთავარია, გიგანტური ხეები შენარჩუნდება, ეყოლება მომვლელი, როგორიც სჭირდება
- ვოლსკი: ხოშტარიას არ ეკითხებიან, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო რიტორიკას
- ვოლსკი ივანიშვილზე: ეს არაა მხოლოდ ქველმოქმედება, ეს პასუხისმგებლობაა საქართველოს წინაშე