იური მეჩითოვი

დეკანოზი ილია: მეჩითოვი მოღალატე, უსირცხვილო მატყუარა და პოტენციური მკვლელია

ფოტოგრაფი იურა მეჩოთოვი 9 აპრილის ტრაგედიის ფალსიფიკაციით, და რუსი ჯალათების ნარატივის გამეორებით, არამხოლოდ სამშობლოს (რამდენადაც ის საქართველოს მოქალაქეა, თუმცა აშკარაა რომ მას საქართველო სამშობლოდ არ მიაჩნია, ის სამშობლოდ საბჭოთა კავშირს აღიარებს) მოღალატეა, არამედ უსირცხვილო მატყუარა და პოტენციური მკვლელია, რადგან სადისტ მკვლელებს იცავს და ამართლებს მსოფლიოს წინაშე, იმ სივრცეში, სადაც ხშირად საქართველოზე ცოდნა ელემენტარულადაც არ აქვთ. მეჩითოვი დასცინის 9 აპრილის წამებულებს და მთელ ქართველ ერს! მისნაირ საშიშ არამზადას პატიება ვერ ექნება, სანამ ნამდვილ უდიდეს სინანულს არ გამოხატავს საჯაროდ და საქმითაც არ დაამტკიცებს ამას.

საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის ორმაგად საშიშია ის, რომ ეს არსება სახელმწიფო თანამდებობას (მინისტრის მოადგილე) ფლობდა ამ ბოლო წლებში. კატეგორიულად აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება და ამოქმედება. ნორმალურ, ელემენტარული ღირსების მქონე სახელმწიფოში მეჩითოვი უკვე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში იქნებოდა მიცემული. ეს უნდა მოითხოვოს ყოველმა ქართველმა, თუ არაქართველმა, ვინც საქართველოს მოქალაქეა, სხვანაირად სამშობლოსა და მისთვის თავშეწირულ გმირებს უარეს შეურაცხყოფას მივაყენებთ და კოლექტიური "მეჩითოვები" თავს უფრო მაღლა აწევენ!

დიდი მადლობა ეკუთვნის ტვ ალჯაზირას, რომ ასეთი ქვემძრომი და თბილისურ ბომონდს მიტმასნილი საშიში ანტიქართველი და სავარაუდო აგენტი რუსეთის იმპერიისა, სააშკარაოზე გამოიტანა!

შორს საქართველოსაგან მიტმასნილი ბინძური მტრები და მოღალატეები!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები