კობახიძე: ენმ-ს აქვს რევოლუციური სცენარი, თუმცა დესტაბილიზაციას ვერ ეღირსებიან

ეს იკვეთება ყველაფრიდან, ეს იკვეთება კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" ლიდერების და მათი რუსი პიარტექნოლოგების ფრაზებიდან. პირდაპირ საუბრობდა, მაგალითად, რუსი შკლიაროვი იმაზე, რომ მზადდება რევოლუცია. ასევე, საუბრობდა სააკაშვილი იმაზე, რომ თუ ხელისუფლებას სურს რევოლუცია, მიიღებს რევოლუციას. პირდაპირ საუბრობენ "ნაცმოძრაობის" ლიდერები იმაზე, რომ მათ აქვთ დაგეგმილი რევოლუციური სცენარი, თუმცა, ვიცით, რომ მათ ჰქონდათ ასეთი სცენარები 2016 წელს, სხვა დროსაც, თუმცა, ისინი, ბუნებრივია, საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან.

ისინი ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ - ეს არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება. რა თქმა უნდა, არის სხვა ინფორმაციაც, რომელიც არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. რიტორიკა პირდაპირ აქეთ არის მიმართული. მე ყველას მინდა, მოვუწოდო, არ აყვნენ არავითარი ფორმის პროვოკაციებს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ გააკეთა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები