სალომე ზურაბიშვილი

ჩუგოშვილი: მეც და ყველა ქალი პოლიტიკაში ხშირად ხდება თავდასხმის ობიექტი, ეს უნდა დასრულდეს

საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც ჩანს, იზრდება აგრესია. კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არ არის და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის. ამ ქვეყანაში ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი. არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოგწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. ვფიქრობ, პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარა აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის განსაკუთრებით მაღალი. ეს საკუთარ თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია. ეს უნდა დასრულდეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.

კომენტარები