არჩევნები 2018

ხუხაშვილი: თუ ჭკუა შეგრჩენიათ პოლიტიკურ ელიტაში, თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც აამუშავეთ

"მასობრივი ფსიქოზი" საქართველოში საარჩევნო პროცესის თანმდევი დაავადება იყო პრაქტიკულად ყოველთვის. თუმცა, ამჯერად მისი რადიკალური ფორმა - "მასობრივი ისტერია" მივიღეთ, როდესაც ამომრჩეველს უბიძგებენ ბრბოს პრინციპით მოქმედებისკენ. შემდგომში, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია და როგორც წესი, ამ დაავადების გამომწვევი მიზეზის განადგურებით მთავრდება. თუ ვინმეს ჭკუა შემორჩენია პოლიტიკურ ელიტაში, ეს უნდა გაითვალისწინოს. თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც აამუშავეთ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე წერს.

კომენტარები