პარლამენტის პლენარული სხდომა

მაჭავარიანი: ინფრასტრუქტურული პროექტები იგვიანებს, რადგან გვეშინია კორუფციის ბრალდებების და "ვუჭერთ".

ძალიან უსამართლო არის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული კორუფციული პრეტენზიები, მე პირადად ჩავიხედე ამ პროცესში საკმაოდ დეტალურად. ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება დონორების მიერ, ამავდროულად სრულად ხდება შესყიდვების პროცედურები, კონტროლდება და სრულად თავსებადია დონორების შესყიდვის სტანდარტებთან. რამდენიმე შემთხვევა იყო როცა დონორმა თქვა, რომ არ გაუვლია შემოწმება და ასე ვთქვათ, ჩვენი დასტური არ არის რომ, რომელიმე, არ მინდა დავასახელო, მაგრამ რომელიღაც უწყებას შეუძლია ჩაატაროს ჩვენი სტანდარტით შესყიდვა, ამიტომ უთხოვია, რომ ან უნდა გაიაროს ეგრეთ წოდებული აკრედიტაცია ან სხვა უწყება ვისაც გავლილი აქვს იმან ჩაატაროს ამისთვის, რასაც პრაქტიკულად ნოლამდე დაჰყავს კორუფციის რისკები. მე გეტყვით რატოა დაგვიანებული ეს პროექტები, ზუსტად იმიტომ არის, რომ მე მგონია, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ შეშინებული ზუსტად ამ კორუფციული ბრალდებების გამო და უკაცრავად სლენგისთვის, ზედმეტად ვუჭერთ, ამიტომ უფრო მეტი დრო მიაქვს ამ პროცესს, უფრო მეტად ფრთხილები ვართ და დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ეს არის. 

ფინანსთა მინისტრმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

კომენტარები