მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ბერას: რასაც ზომიერ ცხოვრებას ეძახი არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა

ბერა, გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვეტმფრენი და თვითმფრინავი, რომელსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში,ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდე ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები,რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე...

თუ გინდა გაიგო როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს,რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში. ან კიდევ, უფრო უკეთესი-შეუარე ჩემს ნაცნობ ტყიბულელ ოჯახს,სადაც ბებია და შვილიშვილი 3 ოთახიანი ბინიდან მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ იმიტომ,რომ დანარჩენი ორის გათბობის ფული არ აქვთ და გასინჯე მათი "ზომიერი"ულუფა..


ისე კი, გისურვებ ბედნიერებას!

მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ Facebook-ზე წერს.

კომენტარები