ქართული ოცნება

ზაქარეიშვილი: ბედნიერი ვარ, რომ წამოვედი მთავრობიდან, იქ არაფრის კეთება არ შეიძლებოდა

მე არ ვარ განაწყეენებული, მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვიყავი მთავრობაში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წამოვედი მთავრობიდან. მე ვნახე, რომ იქ არაფრის კეთება არ შეიძლებოდა, ჩემს სფეროში მაინც. კონფლიქტების მოგვარებაში, რელიგიურ უმცირესობებში, ეთნიკურ უმცირესობებში - სრულიად აკონტროლებს სიტუაციას უშიშროება და მე იქ ტყუილად ვიკავებდი ადგილს, ხელფასიც ცოტა იყო და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი. ძალიან კარგია, რომ ჩავიხედე, დავმშვიდდი, მივხვდი, რომ დიდი ხანი ამ სფეროებში ქვეყანას არ ეშველება და წამოვედი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები