ბერა

ოდიშარია ბერას: შენი ოჯახის მდგომარეობაში არაერთი ქართველი აღმოჩენილა, ილია, ნიკო ნიკოლაძე...

ბერა, 
კარგო ადამიანო , 
გილოცავ ამ მაგარ დღეს შენ და შენს ძალიან ლამაზ , ცხოვრების მეგზურს!
ღმერთმა გაბედნიეროთ! 
მერწმუნე ასე ფიქრობს ასი ათასობით ადამიანი ამ ქვეყანაში...)) 
რაც შეეხება ამა ქვეყნის ერთი ნაწილის შურს, ბოღმას, უმადურებას, დაუნახავობას და კიდევ მრავალ სხვა არ ახალ ზნეს და მახასიათებელს, გირჩევ ამას ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედო... 
შენი და შენი ოჯახის მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით არა ერთი დიდი ქართველი აღმოჩენილა, ილია ჭავჭავაძე,ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი...
სამწუხაროდ სია მოკლე როდია...

საბედნიეროდ კი არის მეორე რეალობა, რომ ამ დიდი ადამიანების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლის,ქველმოქმედის თუ სხვაგვარი ფილანტროპიული ქმედებების შესახ მადლიერი შთამომავლობა თაობებს , საუკუნეებს მიღმა სიამაყით გადასცემს მონათხრობს მათი ცხოვრებისა და ქვეყნისადმი ღირსეული დამოკიდებულების შესახებ,ხოლო მოშურნეებსა და ღვარძლის მთესველთ ისტორია აცამტვერებს! 
ასეთია კანონზომიერება!
ასე,რომ კიდევ ერთხელ ბედნიერებას,წარმატებასა , მხნეობასა და სილაღეს გისურვებ

წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში. ოდიშარია ბერა ივანიშვილის მიერ საკუთარი ქორწილის შესახებ დაწერილ პოსტს ეხმაურება.

კომენტარები