სააკაშვილი: როგორ შეიძლება, ბანკირი იხდიდეს იმდენივე გადასახადს, რამდენსაც მისი მოლარე

გეთახმებით, რომ რაღაც შემოსავლის... მაგალითად, TBC ბანკის დირექტორი იღებს 15 მილიონ ლარს წელიწადში, როგორ შეიძლება, ის იხდიდეს იმდენივე გადასახადს, როგორც მათი თანამშრომელი, რომელიც იღებს 800 ლარს, 600 ლარს. არასაუწყებო პოლიციაში ხალხი მუშაობს ზოგი 200 ლარად და 300 ლარად. და ერთი და იგივეს იხდის ის არასაუწყებო, რომელსაც დააქვს ბანკის ფული, ბანკის მოლარე, რომელსაც აქვს 800 ლარი და ბანკის დირექტორი, რომელსაც აქვს 15 მილიონი... რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია შეიცვლება და ფულის გადანაწილება უნდა მოხდეს უფრო დაუცველებზე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook Live-ში, კითხვაზე, "მდიდრებმა მეტი უნდა გადაიხადონ გადასახადები, არ მეთანხმებით?". ცნობისთვის, საქართველოში საშემოსავლო გადასახადი შემოსავლის 20%-ია. შესაბამისად, პირს, რომელსაც მაღალი შემოსავალი, მაგალითად, 15 მლნ ლარი აქვს, ბიუჯეტში შეაქვს 3 მლნ, ხოლო 800-ლარიანი ხელფასის მქონეს - 160 ლარი.
მოკლე ბმული: