არჩევნები 2018

სააკაშვილი: გეუბნებით, რომ მთავრობაში არ მოვდივარ, თუ ჩემი გეშინიათ

მე ენის მოჩლექვა აღარ მჭირდება, რა. თქვენ უნდა იცოდეთ, რაზე აწერთ ხელს. და არ დაიწყოთ, რომ "უიმე, ის კი, მაგრამ ნაციონალების გვეშინოდა". რისი გეშინიათ? გიორგი ვაშაძის გეშინიათ? გია ვაშაძის გეშინიათ? მე, გეუბნებით, რომ მთავრობაში არ მოვდივარ, თუ ჩემი გეშინიათ, თუმცა, მე არაფერი საშიში არა ვარ. თაკო ჩარკვიანის გეშინიათ, არმაზ ახვლედიანის, მედეა ვასაძის თუ მურმან დუმბაძის? რომელი ერთის გეშინიათ და ამის გამო უნდა ჩააბაროთ საქართველო მტერს?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook Live-ში.

კომენტარები