არჩევნები 2018

კალაძე Edison Research-ის კვლევაზე: 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება

კვლევებს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, საზოგადოების აზრზე მანიპულირება. ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა წლების განმავლობაში, თუ როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ. იგივე იყო ამ შემთხვევაშიც, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ვაშაძე ლიდერობდა, იყო კვლევა გამოქვეყნებული თქვენ მიერ [რუსთავი ორი], ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ცნობისთვის, ცენტრალური კომისიის სხდომა, რომელიც 13:00-ზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებზე 19:00-ზე იმსჯელებენ. ცესკოს ჯერ არ დაუსახელებია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი.

კომენტარები