შეიხის დაკავება

მეუფე მალხაზი: აზერბაიჯანში დააკავეს შეიხი მირტაგ ასადოვი - თხოვნა ხელისუფლებას

შუა აღმოსავლეთიდან შინ დაბრუნებულს შემაშფოთებელი ამბავი დამიხვდა: აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთისას 7 ნოემბერს დაუკავებიათ ჩემი მეგობარი, საქართველოს მოქალაქე, შეიხი სეიდ მირტაგ ასადოვი. მისთვის დღემდე არ წაუყენებიათ არანაირი ბრალი.

შეიხი ასადოვი არის სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე და სამოქალაქო აქტივისტი. უაღრესად კეთილშობილი და საღად მოაზროვნე მოქალაქე.

ბონებრივია, მისი ცოლ-შვილი, მშობლები, კოლეგები და მეგობრები ყველანი შეშფოთებული ვართ მომხდარით. ჩვენთვის უცნობია სეიდ მირტაგის ფიზიკური ჯანმრთელობის ამბავი. ყველანი ვღელავთ. ღელავენ მისი თემის წარმომაგრენლები.

მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უსწრაფესად გაერკვას რა მდგომარეობაში იმყოფება აზერბაინჯანში დაკავებული საქართველოს მოქალაქე და უზრუნელყოს მისი მშვიდობიანი დაბრუნება სამშობლოში

მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი, საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მღვდელმთავარი

კომენტარები