გიგა ბოკერია

ბოკერია: თალაკვაძე ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა, ივანიშვილი ბოდიშებს იხდის

ბატონი თალაკვაძე გამოვიდა ტრიბუნასთან და ჩამოთვალა რაღაც ციფრები, თუ როგორ კარგადაა ყველაფერი. იმ ბრძენ კაცს, ბიძინას, რატომ უმალავთ ასე კარგად რომ არის საქმე და ბოდიშებს რატომ ახდევინებთ? ერთ წელიწადში გამოვასწორებ ყველაფერსო რომ იძახის. უთხარით იმ კაცს, რომ კარგადაა ყველაფერი. რატომ აიძულებთ, რომ ტყუილებს დაპირდე ხალხს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები