არჩევნები 2018

მიხეილ ბენიძე ცესკო-ს გადაწყვეტილებაზე ემიგრანტების შესახებ: სამარცხვინო ამბავია

სრულიად სამარცხვინო ამბავია ახლა აქ რაც ხდება.. ემიგრანტებმა რომ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, ღამის 12 საათამდე გავაგრძელებთ ხმის მიცემის ვადასო.

კი აი, მაგალითად ჩემი გამოცდილებით, პორტოდან ლისაბონში რომ უნდა ჩამოვიდეს 6 საათის მერე სამსახურიდან გამოსული ადამიანი და მეორე დილას 9 საათზე ისევ სამსახურში რომ უნდა იყოს, 3-4 საათი რომ თითო გზაზე უნდა ამ ორ ქალაქს შორის, აუცილებლად ჩამოქანდება, ხმას მისცემს ღამის 12-მდე, კიდევ გველეშაპს შეებრძოლება, გორდიას კვანძს გახსნის და დაბრუნდება უკან პორტოში.

თან გვამადლიან ამას, დამატებით 4 საათი ვიმუშავებთო.

ცესკოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი დროით, ღამის 12 საათამდე შეძლებენ მისვლას. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, იმისთვის, რომ ემიგრანტებმა სამუშაოს დასრულების შემდეგ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო ადმინისტრაციამ სამუშაო პროცესი გაიხანგრძლივა. გადაწყვეტილებას "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ფეისბუქზე ეხმიანება.

კომენტარები