არჩევნები 2018

მენაბდე: არჩევნების 28-ში დანიშვნა ერდროულად მხდალი, უსამართლო და უკანონო ნაბიჯია

ხელისუფლებამ არჩევნების 28-ში დანიშვნით ერდროულად მხდალი, უსამართლო და უკანონო ნაბიჯი გადადგა.

მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მან ამით ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობას ხელოვნური და წინასწარგაზრახული დაბრკოლება შეუქმნა. ამ აზრით, ეს ანტიდემოკრატიული სვლა იყო.

იურისტი ვახუშტი მენაბდე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნას აფასებს. 28 ნოემბერი შუა კვირა, ოთხშაბათია, რა დღესაც საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება

კომენტარები